პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავება
პროექტი გულისხმობდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის პროექტის კომპონენტში ქეა საერთაშორისო კავკასიისთვის კონსულტაციის გაწევა. კერძოდ, ქეამ მიიღო რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციის, ეკოკლუბების ალიანსის ოპტიმალური იურიდიული სტატუსის, ორგანიზაციული და ფინანსური სტრუქტურის შესახებ, ორგანიზაციის მდგრადობის მისაღწევად. თავის მხრივ, ეკოკლუბების ალიანსის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში, 38 სკოლაში არსებული ეკოკლუბების გაერთიანება გარემოს დაცვითი საკითების გარშემო და მათი აქტიურობის შენარჩუნება.
„ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ სიღატაკისა და კატასტროფების შედეგების დაძლევისკენ მიმართული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ადგილობრივი ქვედანაყოფია. მისია კავკასიაში 1988 წლიდან მუშაობს.