ელექტრო და ელექტრონული პროდუქტების ბაზარზე რეგულირების გავლენის შეფასება
საქართველოს მთვარობის უმთავრეს პრიორტეტს საქართველოს კანონმდებლობის ევროპული საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა წარმოადგენს. ამ ზოგადი პოლიტიის ერთ-ერთი მიმართულებაა საქართველოს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ბაზრის რეგულირება ევრო დირექტივების შესაბამისად. რეფორმა თავის მხრივ, მოიცავს ორი დირექტივის (დაბალი ძაბვის დირექტივა (LVD), ელექტრო მაგნიტური თავსებადობის დირექტივა (EMCD)) განხორციელებას კონკრეტულ ვადებში. რეფორმის ეფექტურად განსახორციელებლად , USAID-ის პროექტი "მმართველობა განვითარებისთვის - G4G", PMO ბიზნეს კონსალტინგთან ერთად ატარებს რეგულაციის გავლენის შეფასებას (RIA).
მმართველობა განვითარებისთვის (G4G) საქართველოში ხუთწლიანი, მრავალმილიონიანი პროექტია, რომელიც USAID- მა საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად შექმნა. პროექტის ფარგლებში, მხარდაჭერა მიმართული იქნება უკეთესი გარემოს შექმნისკენ, რომელშიც საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმები სამართლიანად და გამჭვირვალედ იქნება დაგეგმილი, განხორციელებული და აღსრულებული საკონსულტაციო დიალოგის ჭრილში.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება