კვლევა 11 შერჩეულ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პერიოდში და პოსტკრიზისულ პერიოდში სოციალური მომსახურებისა და დახმარების პროცესის შესწავლა და ხარვეზების გამოვლენა და სამართლებრივი თუ სისტემური რეკომენდაციების შემუშავება.
აღნიშნული კვლევა, შეისწავლის, საქართველოს მუნიციპალიტეტებში სოციალური სერვისებისა და დახმარებების მიწოდების პროცესს კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისისა და პოსტ-კრიზისულ პერიოდში. კვლევის მიზანს წარმოადგენს შეაფასოს მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული სოციალური სერვისებისა და დახმარებების თანხვედრა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებთან, გამოავლინოს არსებული ხარვეზები და შეიმუშავოს რეკომენდაციები რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების დონეზე დროული, სრული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე მორგებული სოციალური პროგრამების განხორციელებისა და სოციალური დახმარების გაცემის პროცესს.