კორპორატიული კლიენტების კვლევა
საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში მოქმედი კომპანიების და მათი ბიზნეს ურთიერთობების შესწავლა, აგრეთვე საბანკო მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობების მოკვლევა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული პირისპირ ინტერვიუები წინასწარ შერჩეული 152 კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტთან. შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მომზადდა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ბანკის მენეჯმენტმა სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა.
პაშა ბანკი ბაქოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ბანკი საშუალო და მსხვილ საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა