პროექტი განხორციელდა USAID-ის ინდუსტრიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში და უზრუნველყოფს რეგულირებადი პროფესიების სიღრმისეულ ანალიზს და სამომავლოდ რეგულირებადი პროფესიების იდენტიფიცირებას. კვლევა მიზნად ისახავდა ეროვნული კანონმდებლობის ან საერთაშორისო სტანდარტების/კონვენციების მიხედვით რეგულირებადი პროფესიების იდენტიფირებას და მათ შესაბამისობის ანალიზს ეროვნულ პროფესიულ და საგანმანათლებლო სტანდარტებთან. კვლევის შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა პროფესიები, რომლებიც ამჟამად რეგულირდება არსებული კანონმდებლობით და უზრუნველყოფდა ამ სფეროების მარეგულირებელი მარეგულირებელი ჩარჩოს ანალიზს. გარდა ამისა, გამოვლინდა პროფესიები, რომლთა რეგულირებაზეც მიმდინარეობს მუშაობა. კვლევის შედეგად მომზადდა ანგარიში, რომელიც დაეხმარება საკითხით დაინტერესებულ და ჩერთული მხარეება, განსაკუტრებით კი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პოლიტიკის შემუშავებაში. მოსალოდნელია, რომ ამ კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებას, ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას და ზოგადად საქართველოს შრომის ბაზრის ზრდას.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება