პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
აღნიშნული პროექტის მიზანი იყო სოკარ ენერჯი ჯორჯიას შვილობილი კომპანია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის პროდუქტის, მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება. პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა საწვავის ბაზრის ანალიზი. პარტნიორ კომპანიებთან ერთად მოხდა სეგმენტის, კონკურენტების და ახალი ბრენდის პოზიციონირების საჭიროებათა შესწავლა. ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა მომდევნო 3-5 წლის ხედვა და სტრატეგია. პროექტის ბოლო ეტაპზე განისაზღვრა წარმატების შეფასების კრიტერიუმები გარკვეული სტრატეგიული ინიციატივებისთვის და შემუშავდა სტრატეგიული KPI.
სოკარი მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც ექვს ქვეყანაში ოპერირებს. სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი, საქართველოს ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა და ამჟამად, ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.