სტრატეგიისა და ბიზნეს გეგმის შემუშავება
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტალახით სამკურნალო კურორტ ახტალის განვითარებისთვის სტრატეგიის და ბიზნეს გეგმის შემუშავება. პროექტის ფარგლებში დეტალურად გაანალიზდა საქართველოს ტურისტული ბაზარი, რაზე დაყრდნობითაც შეიქმნა კურორტის განვითარების სტრატეგია. პროექტის თანახმად 16 ჰექტარზე გაშენებული კურორტის სარეაბილიტაციოდ და გასავითარებლად საჭიროა შვიდი მილიონი დოლარის ინვესიტიცია. დოკუმენტი გამიზნულია პოტენციური ინვესტორისთვის, რომელიც ამ პროექტზე დაყრდნობით განავითარებს ვულკანური წარმოშობის ტალახის კურორტს.
საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი (IRC) მულტიფუნქცირი კომპანიაა, რომელიც ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. IRC-ის გუნდის საქმიანობა მოიცავს 10 წლიან სამუშაო გამოცდილებას და განხორციელებულ პროექტებს ტურიზმის, მედია ტურიზმისა და განათლების სექტორებში.