ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
კლიენტი:
Kaizen, A Tetra Tech Company
სპონსორი:
USAID
პროექტი:
ბოლნისის, დმანისის, ქუთაისის, მარნეულისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების მართვის შესაძლებლობების განვითარება
თარიღი:
ნოე 2023 / აგვ 2024

პროექტი მიზნად ისახავდა ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, რუსთავისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების ინსტიტუციურ და ადამიანური რესურსების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის პრინციპების ინტეგრიტებით.

პროექტის საწყის ეტაპზე, ჩატარდა სასწავლო საჭიროებების კვლევა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმები, ჩატარდა შესაბამისი ტენინგები და მომზადდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეხმარება სამიზნე მუნიციპალიტეტებს ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკების გაუმჯობესებაში. ასევე, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებში შემუშავდა და ინტეგრირდა GESI-სენსიტიური სტაჟირების პოლიტიკა, რომელსაც საფუძვლად უდევს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და შესაბამისობაშია ეროვნულ მარეგულირებელ ჩარჩოსთან.

პროექტი ასევე ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობას ითვალისწინებდა, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკების შესახებ და ემსჯელათ თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

მსგავსი პროექტები