რეგიონული ქსელის გაძლირება
პროექტი მომზადდა USAID-ის პროგრამის -„ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება-2020 (HICD 2020)“- ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ME&A-ის მიერ Chemonics International-ისა და Performance Design Partners (PDP)-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) რეგიონული ქსელის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. პროექტის ფარგლებში PMO-ს გუნდმა მოახდინა საიას რვა რეგიონული ოფისის საქმიანობის შეფასება და თითოეული ოფისის SWOT ანალიზი. მიღებული შედეგების საფუძველზე შეიქმნა შეფასების დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა რეგიონისთვის დამახასიათებელი საჭიროებები, საქმიანობის პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობები და მომზადდა რეკომენდაციები რეგიონული ქსელის საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. შეფასების შედეგების საფუძველზე, PMO-ს გუნდმა მოამზადა რეგიონული ქსელის განვითარების სამწლიანი სტრატეგია და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.