ორგანიზაციული განვითარების მხარდამჭერი პროექტი
განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა გაეუმჯობესებინა ორგანიზაციის “კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი” შიდა პროცედურები, პოლიტიკა, ფინანსური მენეჯმენტის სისტემა და სტანდარტი. ორგანიზაციას კონსულტაცია გაეწია ფონდების მოძიების და დონორებთან ურთიერთობის პროცესის ეფექტურად წარმართვის მიმართულებით. პროექტი მოიცავდა ორ ძირითად კომპონენტს: (1) ფონდების მოზიდვის ძალისხმევის სისტემატიზაციის ხელშეწყობა და მდგრადი კავკასიის პოლიტიკის ჩამოყალიბებას ფონდების მოზიდვის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით; (2) ორგანიზაციისთვის სრული დანახარჯების აღდგენის (FCR) მოდელის დანერგვის მხარდაჭერა;
პირველი კომპონენტის ფარგლებში PMO-მ უზრუნველყო ფონდების მოზიდვის არსებული პრაქტიკის შეფასება, შემოსავლის პოტენციური წყაროების იდენტიფიცირება, ასევე გამოავლინა დაფინანსების ახალი წყაროების მოპოვების გზები, რომლებიც ორგანიზაციას დაეხმარება საჭირო ფინანსების მობილიზებაში. პროექტის მეორე ნაწილი მოიცავდა სრული ხარჯების აღდგენის (FCR) მოდელის დანერგვის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავდა მდგრადი კავკასიის შიდა ფინანსური მართვის პროცესებისა და პროცედურების გაუმჯობესებას, მათ ორგანიზაციულ განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანას და დონორებისგან დაფინანსების მოპოვების ეფექტურობის გაზრდას. საბოლოო ჯამში, პროექტმა ხელი შეუწყო ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესებას, მისი ხილვადობის გაზრდას და ორგანიზაციული მდგრადობის მხარდაჭერას.