ორგანიზაციული განვითარების მხარდამჭერი პროექტი
განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა გაეუმჯობესებინა ორგანიზაციის “კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი” შიდა პროცედურები, პოლიტიკა, ფინანსური მენეჯმენტის სისტემა და სტანდარტი. ორგანიზაციას კონსულტაცია გაეწია ფონდების მოძიების და დონორებთან ურთიერთობის პროცესის ეფექტურად წარმართვის მიმართულებით. პროექტი მოიცავდა ორ ძირითად კომპონენტს: (1) ფონდების მოზიდვის ძალისხმევის სისტემატიზაციის ხელშეწყობა და მდგრადი კავკასიის პოლიტიკის ჩამოყალიბებას ფონდების მოზიდვის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით; (2) ორგანიზაციისთვის სრული დანახარჯების აღდგენის (FCR) მოდელის დანერგვის მხარდაჭერა;
პირველი კომპონენტის ფარგლებში PMO-მ უზრუნველყო ფონდების მოზიდვის არსებული პრაქტიკის შეფასება, შემოსავლის პოტენციური წყაროების იდენტიფიცირება, ასევე გამოავლინა დაფინანსების ახალი წყაროების მოპოვების გზები, რომლებიც ორგანიზაციას დაეხმარება საჭირო ფინანსების მობილიზებაში. პროექტის მეორე ნაწილი მოიცავდა სრული ხარჯების აღდგენის (FCR) მოდელის დანერგვის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავდა მდგრადი კავკასიის შიდა ფინანსური მართვის პროცესებისა და პროცედურების გაუმჯობესებას, მათ ორგანიზაციულ განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანას და დონორებისგან დაფინანსების მოპოვების ეფექტურობის გაზრდას. საბოლოო ჯამში, პროექტმა ხელი შეუწყო ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესებას, მისი ხილვადობის გაზრდას და ორგანიზაციული მდგრადობის მხარდაჭერას.
Final evaluation of the project “EU4Youth: Social Entrepreneurship Ecosystem Development (SEED) for Green Growth in Borderline Regions”
ადამიანური რესურსების სისტემის მოდელირება საჯარო სამსახურებში
ფონდების მოძიებისა და საპროექტო წინადადების განვითარების ჯგუფური ქოუჩინგ სესია გურიაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
საშემფასებლო საქმიანობის შესახებ კანონის კონცეფციის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი
ფონდების მოძიებისა და საპროექტო წინადადების განვითარების ჯგუფური ქოუჩინგ სესია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
რეგულირებადი პროფესიების კვლევა და საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი
მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე პროგრესული დაბეგვრის სისტემის შემოღების ეკონომიკური მიზანშეწონილების კვლევის ანგარიშის მომზადება
Improve Customer Service Practice for the National Agency of State Property (NASP)
ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის ინსტრუქიები და ტრენინგები მუნიციპალური ტყის მართვისთვის
ბოლნისის, დმანისის, ქუთაისის, მარნეულისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების მართვის შესაძლებლობების განვითარება
საძოვრების მართვის გეგმებისა და ბიზნეს მოდელების შემუშავება დმანისის, გურჯაანის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში