ადამიანური რესურსების მართვის სისტემების მოდერნიზაცია სოფლის განვითარების სააგენტოსთვის
საკონსულტაციო კომპანია PMO-მ, USAID-ის HICD პროგრამის ფარგლებში განახორციელა სოფლის განვითარების სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სისტემების მოდერნიზაციის პროექტი. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სააგენტოს HR პოლიტიკისა და პროცედურების თანხვედრაში მოყვანა ორგანიზაციულ მიზნებთან და ევროკავშრის IPARD-ის ჩარჩო სტანდარტებთან, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სოფლის განვითარების სააგენტოს ევროკავშირის გადამხდელ სააგენტოს ანალოგად ტრანსფორმაციის პროცესს და გაზრდის წვდომას ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამების ფარგლებში გამოყოფილ ფონდებთან.
პროექტის ფარგლებში, PMO-ს გუნდმა განახორციელა HR სისტემების დიაგნოსტიკა და მოამზადა/განაახლა შიდა პოლიტიკისა და პროცედურული დოკუმენტები, მათ შორის თანამშრომლების შეფასების სქემები, ტრენინგების საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგია, რომლის პილოტირების საფუძველზე მომზადდა ორგანიზაციული სწავლების გეგმა. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, სააგენტოს HR დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განხორციელდა ტრენინგები, ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ინსტრუმენტების შესახებ.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება