ტრენინგ კონცეფციის შემუშავება სოფლად მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის
PMO-ს კონულტანტთა ჯგუფმა გერმანული Sparkassenstiftung-ის დაკვეთით შეიმუშავა ტრეინინგ კონცეფციები სამიზნე მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის. პროექტის ფარგლებში შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა არსებული ტრენინგების საჭიროებების კვლევის (TNA) დოკუმენტები. რის საფუძველზეც, შედგა კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან, ასოციაციებთან და კომერციული სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, რომლებსაც პოტენციურად აქვთ საშულება მიკრო და მცირე მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათზე მორგებული სასწავლო კურსების, ვორქშოფების განხორცილებისთვის. საერთო ჯამში, 25 ინტერვიუ ჩატარდა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც ახორციელებენ სოფლის მეურნეობის პოლიტიკის დაგეგმვასა და სოფლის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც აქვთ პირდაპირი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით სასწავლო მოდულების შემუშავებასა და მიწოდებაში. შეგროვებული მონაცემები გამოყენებული იქნა შესაბამისი თემების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ტრენინგის მოდულების კონცეფციის შემუშავებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოსავლენად პოტენციურ სერვისის მიმწოდებლეთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც ჩართულნი არიან მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის სასწავლო კურსების მიწოდებაში.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება