ტრენინგი ბაზელ II-ის რისკის მართვის სტანდარტებში
საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად ქართული კომერციული ბანკები ვალდებულნი იყვნენ 2014 წლის ბოლომდე თავიანთი რისკის მართვის სტანდარტები მოეყვანათ ბაზელ II-ის სტანდარტებთან შესაბამისობაში. კომერციულ ბანკებთან ჩატარებული შეხვედრების შედეგად გამოვლინდა, რომ მათ არ გააჩნდათ რისკის მართვის საკმარისი გამოცდილება და უნარები, აგრეთვე, აღნიშნული ცვლილების განხორციელებისთვის საკმარისი შიდა რესურსი. შედეგად, საბანკო ტრენინგისა და კონსალტინგის საერთაშორისო ინსტიტუტთან (ITCB) პარტნიორობით, რომელიც აღნიშნულ სფეროში წარმოადგენს უნგრეთის ერთ-ერთ მოწინავე ინსტიტუტს, შედგა პროგრამა და ჩატარდა სამდღიანი, საქართველოს კანონმდებლობაზე მორგებული, პრაქტიკული ტრენინგი. ტრენინგს დაესწრო თითქმის ყველა კომერციული ბანკის წარმომადგენელი.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება