გლობალურ ენერგეტიკაზე მოთხოვნის ზრდამ წარმოქმნა როგორც გამოწვევები, ისე შესაძლებლობები ნავთობის, გაზისა და ალტერნატიული ენერგიის სექტორებისთვის. მწვანე ენერგია მსოფლიო ფენომენად იქცა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ გააცნობიერა ტრადიციული ენერგიის გამოყენების გზების გავლენა პლანეტაზე. აღნიშნული განუსაზღვრელი ბაზრის ცვლილების მიმართ ადაპტაციისთვის საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ქვეყნის შიგნით მწვანე ენერგიის გასავითარებელი პოლიტიკა. ეს ყველაფერი, მზისა და ქარის ენერგიის მოპოვების ხარჯების შემცირებასთან ერთად, განახლებად ენერგიას ქვეყნის განვითარებისთვის ეკონომიკურად ღირებულს ხდის.
საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება ენერგიის გამოყენების მოთხოვნაც. ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტირებულ გაზსა და ნავთობზე, მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია კი უმეტესწილად ჰიდროელექტრო სადგურებში იწარმოება. ალტერნატიული ენერგიის წყაროები საქართველოსთვის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს, ისტორიულად ეს წყარო ქვეყნის წყლის რესურსებია.
PMO ბიზნეს კონსალტინგში, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს რეგულირების ცვლილებების გამკლავებაში, რისკების მართვაში, საოპერაციო ეფექტურობის ოპტიმიზაციასა და მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფაში. ჩვენს გუნდს განხორციელებული აქვს მრავალი მიმართულების პროექტი ენერგეტიკის სექტორში. აღნიშნული გამოცდილება გვაძლევს საშულებას დახმარება გავუწიოთ გაზისა და ნავთობის კომპანიებს რთული გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევაში. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს საოპერაციო შედეგიანობის გაზრდაში, მათი პერსონალის ოპტიმიზაციასა და მთავარი პროექტების მართვაში, მომხმარებელთა მოზიდვასა და შენარჩუნებაში, IT გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაში, გონივრულად ინვესტირებასა და ტექნოლოგიური ტენდენციების განვითარებაში. ჩვენს კლიენტებს შორისაა საქართველოში მოქმედი ორი მსხვილი ნავთობისა და გაზის საცალო მომწოდებელი კომპანია, ასევე ალტერნატიული ენერგიის განვითარების მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციები.