მთელ მსოფლიოში საფინანსო ინსტიტუტები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. მათ უწევთ მომხმარებლის მოთხოვნებთან, თანამედროვე ფინანსურ ტექნოლოგიებთან და ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია. სექტორი სწრაფად ვითარდება და ვინც ცვლილებებზე სწრაფად ვერ რეაგირებს, კარგავს ბიზნესს და მასთან ერთად განვითარებისა და შემოსავლების ზრდის შანსსაც. თუმცა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ადაპტაციისა და მოქნილობის შენარჩუნების სურვილი აქვთ, მრავალი საშუალება არსებობს მოგების ზრდის, ეფექტურობის შენარჩუნებისა და განვითარების ხელშესაწყობად. საქართველოს საფინანსო სექტორზე დიდი ხანია დომინირებენ კომერციული ბანკები.
ბოლო დროის ეკონომიკურმა ტენდენციებმა ცხადყო, რომ განვითარებად ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება - საქართველოც ამის ნათელი მაგალითია. ინვესტიციების ზრდასთან ერთად ბაზარზე ახალი და მრავალფეროვანი შესაძლებლობები ჩნდება.
საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრი, რომელსაც ჩვენ ფინანსურ ინდუსტრიას ვთავაზობთ, მიზნად ისახავს კლიენტების დახმარებას იმ სტრატეგიული და საოპერაციო გამოწვევების გადალახვაში, რომლებსაც ისინი უკიდურესად მწვავე კონკურენტულ სექტორში აწყდებიან. ჩვენს მაღალკვალიფიციურ გუნდს აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო სერვისების სექტორების შესახებ ღრმა ცოდნა. ჩვენ ვმუშაობთ მრავალრიცხოვან ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომლებიც, თავის მხრივ, თანამშრომლობენ კომერციულ ბანკებთან, ფინანსურ - საკონსულტაციო კომპანიებთან და IFI- სთან.