სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია და ქვეყნის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს. PMO ბიზნეს კონსალტინგს განხორციელებული აქვს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების საკონსულტაციო პროექტები და ამ სექტორში მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. ჩვენი კომპანია შეირჩა, როგორც პოტენციური ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია USAID-ის ისეთი პროექტებისათვის, როგორიც არის პროექტი ზრდა საქართველოში და სოფლის მეურნეობის პროგრამა. ჩვენ დავეხმარეთ კვების მრეწველობაში არსებულ კომპანიებს ბიზნესგეგმების განვითარებაში და კომერციული საქმიანობის აუდიტში, ჩვენ ვაგრძელებთ მათ მიმდინარე მხარდაჭერას სასარგებლო რჩევებით.
კვლევა სოფლის მეურნეობისა და წარმოების სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შესაბამისი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის შესაძლებლობების გამოსავლენად
ბიზნეს მხარდაჭერის სერვისის შექმნა საქართველოში, მცირე და საშუალო ზომის ღვინის საწარმოებისთვის
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ყველის, მუხურის თაფლისა და ცაიშის სასათბურე მეურნეობების კლასტერების კვლევა
ადამიანური რესურსების მართვის სისტემების მოდერნიზაცია სოფლის განვითარების სააგენტოსთვის
მესაქონლეობის სექტორში პირველადი წარმოებისა და გადამუშავების დონეზე ტრენინგების საჭიროების შეფასება
პესტიციდებისგან თავისუფალი სერტიფიცირების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება
შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სპეციალისტის / მენეჯერების საჭიროებაზე სურსათის წარმოების ინდუსტრიაში.
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში