ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307

ადამიანური რესურსების მართვა


HR დიაგნოსტიკა 


ადამიანური რესურსების დიაგნოსტიკა ორგანიზაციის წარმატების საფუძველია. ის  ბიზნესის საკვანძო მნიშვნელობის ნაკლოვანებების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ნაკლოვანებების ძირითადი არეალია: დასაქმებულთა სამუშაოსადმი დამოკიდებულება ან მათი უნარები, კორპორატიული კულტურა და ბიზნესპროცესი, თანამშრომელთა მიერ სტრატეგიის გააზრების ნაკლებობა, პროცესებში დაბალი ჩართულობა, შედეგების გაზომვის მოუქნელი სისტემა.


PMO ბიზნეს კონსალტინგი კლიენტებს სთავაზობს ნაკლოვანებების აღმოფხვრას HR დიაგნოსტიკის სისტემების დახმარებით და ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს ადამიანური რესურსების მიმართულების შედეგების გასაუმჯობესებლად.



HR ეფექტურობა 


HR სისტემები ბიზნესსტრატეგიის დამხმარე მიმართულებაა. ბევრ ორგანიზაციაში ხარვეზები იკვეთება საკადრო სისტემაში, რადგან ის მიმართული არ არის სტრატეგიული მიზნის მხარდასაჭერად. ბევრ მენეჯერს არ აქვს გააზრებული საკადრო მიმართულების მნიშვნელობა ბიზნესისთვის, ასეთ კომპანიებში HR სისტემები გაუმართავია და საკადრო განყოფილებების ფუნქციები მხოლოდ ადმინისტრაციული და სატრენინგო აქტივობებით შემოიფარგლება.


HR ეფექტურობის მიმართულებით არსებული მომსახურების ჭრილში PMO ბიზნეს კონსალტინგი კომპანიისთვის განსაზღვრავს, თუ რომელი HR ფუნქცია და სისტემებია სტრატეგიის განხორციელების ხელშემწყობი და შეიმუშავებს რეკომენდაციებს დასანერგი სისტემებისა და განსახორციელებელი ფუნქციების შესახებ. ჩვენ ვიყენებთ ისეთ HR მოდელებს, რომლებსაც ბიზნესისთვის მაქსიმალური სარგებელი მოაქვს, მოტივაციას უმაღლებს თანამშრომლებს, ეძებს და ქმნის ტალანტებს, საშუალებას აძლევს დასაქმებულებს გამოავლინონ შესაძლებლობის მაქსიმუმი. ამასთანავე  ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიების, რათა ხელი შეეწყოს ადამიანური რესურსების მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესს.



საქმიანობის ეფექტურობის მართვა 


ბევრ კომპანიაში შეინიშნება კადრების მაღალი დენადობა, დაბალი ჩართულობა და საკადრო მოტივაცია, ამ დროს პროდუქტიულობის ოპტიმიზაცია შეუძლებელია. მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნული შესაძლოა გადაუჭრელ პრობლემას არ წარმოადგენდეს ბიზნესისთვის, თუმცა აუცილებელია მისი გამოსწორება. საქმიანობის ეფექტურობის მართვის სისტემას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების დონე.


საქმიანობის ეფექტურობის მართვის სისტემის დანერგვისას PMO ბიზნეს კონსალტინგი აანალიზებს კომპანიის სტრატეგიას, ბიზნეს საჭიროებას, ორგანიზაციულ კულტურას და  მიღებული მონაცემების ინტეგრირებას ახდენს საკადრო საქმიანობის ეფექტურად მართვის სისტემაში.


ეფექტური საქმიანობის მართვის სისტემა ეხმარება თითოეულ თანამშრომელს, კარგად გააცნობიეროს ორგანიზაციის ხედვა, მიზნები, გაიუმჯობესოს პროცესებში თავისი ჩართულობის ხარისხი და აიმაღლოს მოტივაცია. უქმნის ჯანსაღი შიდა კონკურენციის ფონს და უყალიბებს სამართლიანობის განცდას. საბოლოოდ, კომპანია იღებს სწორ დამოკიდებულებას, მოტივაციას და გაზრდილ პროდუქტიულობას.



ქოუჩინგი 


ქოუჩინგის მუდმივი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია როგორც ახალი, ისე ძველი კადრებისთვის. ეს საშუალებას აძლევს მათ ადვილად ადაპტირდნენ იმ ცვლილებებთან, რომლებიც საჭიროა ბიზნესისთვის ბაზარზე პოზიციის შესანარჩუნებლად. PMO ბიზნეს კონსალტინგი ახორციელებს მენეჯმენტის ქოუჩინგს, რომლის მიზანია მმართველი რგოლის დახმარება სტრატეგიული სამოქმედო გეგმის განხორციელებაში. აღნიშნული ხორციელდება ერთი ერთზე ქოუჩინგის სესიებით, რომლის დროსაც განისაზღვრება ბიზნეს მიზნები, მუშავდება და ინერგება კომუნიკაციის სტანდარტები.