ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307

ბაზარზე შესვლა & გაფართოება


ბიზნეს გეგმა 


ბიზნესგეგმა აუცილებელია ნებისმიერი მცირე თუ დიდი კომპანიისთვის. ბიზნეს გეგმის არსებობა უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ და ორგანიზაციულ ზრდას, ასევე ის ეხმარება კომპანიებს სახსრების მოძიებასა და სწორი ბიზნესურთიერთობების დამყარებაში. მომავლის ხედვის არსებობა მნიშვნელოვანია, ბიზნესგეგმები ამ ხედვის გარკვევას უწყობს ხელს. ეფექტური ბიზნესგეგმა განსაზღვრავს კომპანიის არსებულ მდგომარეობას, აფასებს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ადგენს განვითარებისთვის აუცილებელ მიზნებს და იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს - აღნიშული, თავის მხრივ, სამუშაო გარემოს მკაფიო მიზნებითა და მაქსიმალური ეფექტურობით  ამდიდრებს.


PMO ბიზნეს კონსალტინგში, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას კლიენტისა და იმ საბაზრო გარემოს შესახებ, რომელშიც ის ოპერირებს, მიღებულ ინფორმაციას დეტალურად ვაანალიზებთ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კომპანიების მენეჯმენტთან მომავალი მიზნებისა და გეგმების განსასაზღვრად. ბაზრისა და ბიზნესის ამგვარ ანალიზს  ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ როგორც საფუძველს, რომელზეც ისინი კარგ ბიზნესგეგმას ააგებენ.



მიზანშეწონილობის კვლევა 


მიზანშეწონილობის კვლევა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ბაზარზე მიმდინარე აქტივობის მიზანშეწონილობა, ამისთვის ხორციელდება საკანონმდებლო, ეკონომიკური, საბაზრო და ტექნოლოგიური ფაქტორების ანალიზი და მათი გავლენის კვლევა ახალი პროექტის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლებიც პროექტის დაწყებამდე უნდა განახორციელოს ბიზნეს წარმომადგენლებმა, ვინაიდან მიზანშეწონილობის კვლევა შესაძლებელს ხდის წარმატების შესაძლებლობის გათვლასა და იმ დაბრკოლებების იდენტიფიცირებას, რომელთა გადალახვაც გახდება მომავალში საჭირო. ამდენად, მიზანშეწონილობის კვლევა საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე მოხდეს იმის განსაზღვრა, ღირს თუ არა დროის, ფულადი სახსრებისა და რესურსების ინვესტირება პროექტში.


PMO ბიზნეს კონსალტინგის გუნდი უზრუნველყოფს მიზანშეწონილობის დეტალური კვლევის ჩატარებას. აღნიშნული კვლევა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს: პროექტის მასშტაბის განსაზღვრას, მიმდინარე სიტუაციის, არსებულ მოთხოვნების, მიდგომების შეფასებასა და გადახედვას. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენი კლიენტები იღებენ ბაზრის მდგომარეობის დეტალურ ანგარიშს და  რჩევას  მოცემულ კონცეფციასა თუ პროექტში ინვესტირების მიზანშეწონილობის შესახებ.



საინვესტიციო კონსულტაცია 


საინვესტიციო კონსულტაცია გრძელვადიანი ინვესტირების განხორციელების დამხმარე პროცესს წარმოადგენს. PMO ბიზნეს კონსალტინგში ვეხმარებით კლიენტებს რესურსების განაწილების სტრატეგიის შემუშავებაში და ასევე საინვესტიციო სახელმძღვანელოების შექმნაში ორგანიზაციის სპეციფიკის გათვალისწინებით. ჩვენი კონსტრუქციული, დეტალიზებული მიდგომით ვაანალიზებთ კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას და შევიმუშავებთ მასზე მორგებულ მიდგომას.


ინვესტირების გახორციელებისას აუცილებელია სრულყოფილი საინვესტიციო სტრატეგიის არსებობა. ნებისმიერი საინვესტიციო სტრატეგიის ცენტრი აქტივების დაბანდების მიმართულებაა. ეს პროცესი მოიცავს კლიენტებს მთელი საინვესტიციო პროფილით და კონკრეტული საჭიროებების, მიზნების, დროის ჩარჩოების, რისკისა და ჯილდოების მოლოდინით. ასე იქმნება რესურსების განაწილების საუკეთესო გეგმა. PMO ბიზნეს კონსალტინგში დეტალიზებული ბიზნესდიაგნოსტიკისა და შეფასების პროცესის ხარჯზე კლიენტებს ვეხმარებით აქტივების წარმატებით დაბანდებაში. ეს ყოველივე იძლევა საუკეთესო საინვესტიციო მიმართულების განსაზღვრისა და სპეციფიკაზე მორგებული გეგმის შემუშავების საშუალებას.



კომერციული საქმიანობის აუდიტი 


კომერციული საქმიანობის აუდიტი ტრანზაქციაში ჩართული ყველა მხარისთვის დამცავ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ეს არის ტრანზაქციის განხორციელებამდე მისი წინასწარი შესწავლის პროცესი. კომერციული საქმიანობის აუდიტი ინფორმაციას აფასებს შემდეგ მიმართულებებში: ბაზრის სტრუქტურა, მისი მასშტაბი და მასზე გავლენის მქონე ძალები, წამყვანი კონკურენტები, საბაზრო წილები, ახალი მონაწილეებისთვის არსებული ბარიერები, მომხმარებელთა და მიმწოდებელთა უკუკავშირები, საკვანძო რისკის მქონე და გამოსასწორებელი სეგმენტები.


PMO ბიზნეს კონსალტინგში ვატარებთ საფუძვლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ანალიზს, მის მიერ განხორციელებული კომერციული საქმიანობის აუდიტი კლიენტებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება.